0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის დემოკრატიის სკოლაში წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს
გორის დემოკრატიის სკოლაში  წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს
21 ივნისი 2016

საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, გორის ,,დემოკრატიის სკოლაში“ წინასაარჩევნო გარემოსთან,არსებულ გამოწვევებთან და  პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ გორში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის მხარეში რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე და ადმინისტრაციის სახელით საარჩევნო პროცესის სამართლებრივად და თავისუფლად წარმართვის მიზნით,  კომპეტენციის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ,,სამართლიანი არჩევნების“ და „სახალხო დამცველის“ აპარატის წარმომადგენლებმა არსებული გარემო მიმოიხილეს პროცესის გამჭვირვალედ და თავისუფლად წარმართვაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციებს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისაკენ მოუწოდეს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ არაერთხელ მოეწყობა. 


Top