0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება
01 ივლისი 2016

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, შიდა ქართლის გუბერნატორმა, იოსებ ოქრომელიძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა სოფელ წითელუბანში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად სასმელი წყლის პრობლემა საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე 10 სოფელში მოგვარდება. გარდა ამისა, ჭაბურღილები მოეწყობა კასპის მუნიციპალიტეტში.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატორო და სადაწნეო კოშკი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, 2016 წლის სექტემბერში დასრულდება და 11 ათასზე მეტ ადამიანს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.


Top