0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში
შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში
12 აპრილი 2023

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს - მეჯვრისხევსა და ნიქოზს სამუშაო ვიზიტით ეწვია
 
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, განაგრძობს გამყოფი ხაზის სოფლებში ვიზიტებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას. ამჯერად სახელმწიფო მინისტრი გამყოფ ხაზთან მდებარე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევსა და ნიქოზში იმყოფებოდა.
 
ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ჩერნიშოვასთან ერთად, სოფლებში მოქმედი ამბულატორიები მოინახულა, სადაც UNDP-ის მხარდაჭერით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სამედიცინო მომსახურების განვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის გაუმჯობესების მიზნით. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბულატორიების მედპერსონალს შეხვდნენ და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნენ. ამასთან, განხილულ იქნა სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებული საკითხები. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
 
მოგვიანებით, შეხვედრები მოეწყო მეჯვრისხევსა და ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობასთან, რა დროსაც მინისტრმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა მოეწყო ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე თერთმეტი წელია ფუნქციონირებს. თეა ახვლედიანმა მეუფესთან ანიმაციური ფილმების 2023 წლის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ საორგანიზაციო საკითხები და საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ომით დაშორებული საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების, მათ შორის, ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების, ისევე როგორც ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

Top