შიდა ქართლის მხარეში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და მისმა მოადგილემ ამირან შავშიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპის №1 №2 და №3 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სრული რეაბილიტაცია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით უტარდება. ამ დრომდე, აღნიშნულ დაწესებულებებში სკოლამდელ განათლებას 420 ბავშვი იღებდა, რეაბილიტიაციის შემდეგ თითოეულ ბაღს ახალი ჯგუფები დაემატება რაც კიდევ 90 ბავშვს მისცემს სკოლამდელი აღზრდის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამივე საბავშვო ბაღში მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება, ახალი სასწავლო წლიდან ბავშვები სწავლას კეთილმოწყობილ ბაღებში განაგრძობენ. კასპის №1 №2 №3 ბაღები სრული დატვირთვით ვერ ფუნცქიონირებდნენ, რადგან შენობები (მათ შორის საკლასო ოთახები) რეაბილიტაციას საჭიროებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,ფერლით–ჯორჯია“ ახორციელებს. ბაღების რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 706 130 ლარს შეადგენს.
ახალი სასწავლო წლიდან კასპის სამი საბავშვო ბაღი 500-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს
05 ივლისი 2016