0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ფერმერებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ფერმერებს შეხვდა
08 სექტემბერი 2016

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი გორელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრას მასთან ერთად ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა უწყებების წარმომადგენლები. 
ფერმერებს აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების, ასევე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მინისტრის მოადგილემ შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის კუთხით ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

საუბარი ასევე შეეხო პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს, როგორც ცნობილია სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს და ფალსიფიცირებული და უხარისხო ქიმიკატების ქსელიდან ამოღებას უზრუნველყოფს.

 მიმდინარე წელს, პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია 24 ნიმუში, საიდანაც დარღვევა 6 შემთხვევაში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ სააგენტო განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, რის შედეგადაც მინიმუმამდეა შემცირებულია სასოფლო- სამეურნეო კულტურებსა და მწვანე საფარზე საზიანო ზემოქმედება. 
მხარის რწმუნებულის თქმით, უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია და ასეთი სახის საინფორმაციო შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს ფერმერებისთვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მოსავლის დაზიანების რისკი.

შეხვედრის შემდგომ სამინისტროს წარმომადგენლებმა და ადგილობრივი მთავრობის წევრებმა ფერმერის, ამირან ხოდელის მეურნეობა მოინახულეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში.

 


Top