0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სახალხო დღესასწაულების კვირეული შიდა ქართლში
სახალხო დღესასწაულების კვირეული შიდა ქართლში
03 ოქტომბერი 2016

სახალხო დღესასწაულები გაიმართა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში. რეგიონის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში იოსებ ოქრომელიძე, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაულები მიულოცა.

საშემოდგომო ღონისძიებების რეგიონული კვირეული 28 სექტემბერს გორმა გახსნა. „გორის დღეებს“ დამეგობრებული ქალაქების ოფიციალური წარმომადგენლები ლიტვიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან სტუმრობდნენ. უცხოელ სტუმრებთან შეხვედრები გამართეს რეგიონის და ქალაქის ხელმძღვანელებმა. საუბარი სამომავლო გეგმებს და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „გორის დღეები“ ქალაქის ცენტრში გამართული სხვადსხვა ღონისძიებით და მრავალფეროვანი წარმოადგენებით 5 დღეს გაგრძელდა და 2 ოქტომბერს დასრულდა.

30 ოქტომბერს ქარელის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა მაყურებელს ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ნომრები წარმოუდგინეს. საკუთარი შემოქმედება გამოფინეს მუნიციპალიტეტის კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებმა.

მსგავსი სახის ღონისძიება პირველ ოქტომბერს უკვე კასპმა უმასპინძლა, სადაც მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობამ ქალაქში ადგილობრივი ეთნოგრაფიული ნიმუშები, ახალი გამოგონებები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოადგინა. რეგიონის სხვა ქალაქების მსგავსად ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი კასპშიც ჩატარდა. 

მიმაგრებული სურათები


Top