შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელ გიორგი გურასპაშვილთან და პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილთან ერთად ქალაქ ხაშურში დაწყებული სპორტკომპლექსის სამუშაოები მოინახულა და მათთან ერთად შენობის ფუნდამენტში სიმბოლური კაფსულაც ჩააგდო. იოსებ ოქრომელიძემ შეკრებილ ახალგაზრდა სპორტსმენებს ახალი მასშტაბური სპორტული ობიექტის მშენებლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტკომპლექსი ხელს შეუწყობს როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, აგრეთვე სპორტის კონკრეტული სახეობების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ხაშურის სპორტკომპლექსის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა 2 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხით დააფინანსა. ობიექტის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
მომავალ წელს ხაშურს ახალი სპორტკომპლექსი ექნება
07 ოქტომბერი 2016