0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

იოსებ ოქრომელიძემ ბეგლარაშვილების ოჯახი მოინახულა
იოსებ ოქრომელიძემ ბეგლარაშვილების ოჯახი მოინახულა
News contains an attached video
29 ოქტომბერი 2016

ბეგლარაშვილების ოჯახს რამდენიმე წლის წინ სახლი დაეწვა და ამჟამად გაუსაძლის პირობებში, ვაგონში უწევთ ცხოვრება მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ახლობლების დახმარებით სახლის მხოლოდ კედლების აშენება მოახერხეს. აღნიშნულით დაინტერესდნენ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, რომლებმაც სოფელ დოესში მოინახულეს ბეგლარაშვილების ოჯახი და სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ. 

ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა გარკვეული საკითხების გამო სტატუსი დროებით შეჩერებული აქვთ და უახლოეს პერიოდში მოხდება მისი აღდგენა. ასევე, გადაწყდა სამასალე ხით დახმარება, რის შემდეგაც ოჯახი შეძლებს მშენებარე სახლის დასრულებას. კერძოდ, დაიგება იატაკი, მოხდება გადახურვა და ფანჯრების ჩასმა. რწმუნებულმა ბეგლარაშვილს გააცნო ყველა ის პროცედურა, რომლის გავლის შემდეგაც შეძლებს ისარგებლოს აღნიშნული დახმარებთ.  „ზამთარი მოდის და ოჯახი ბავშვთან ერთად ვაგონში ცხოვრობს, რომელიც ასევე დაზიანებულია.  მეტი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ მსგავს სიტუაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ღირსეული პირობები შევუქმნათ. სოციალურ სამსახურთან დავაკშირებული საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება, ჩვენი მხრიდან კი ხელს შევუწყობთ სახლის მშენებლობა უმოკლეს ვადაში დაასრულოს და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. ამ ეტაპზე კი მუნიცპალიტეტი დაეხმარება დროებით ალტერნატიული ფართის მოძიებაში.“– აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top