0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კახა სამხარაძე – მზად ვართ 24 საათიან რეჟიმში კომუნიკაციისთვის
კახა სამხარაძე – მზად ვართ 24 საათიან რეჟიმში კომუნიკაციისთვის
11 მარტი 2017

შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი კახა სამხარაძე რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის სოფლების: ტირძნისი,დიცი,ნიქოზი,მეღვრეკისი, ერგნეთი, მოსახლეობას შეხვდა. მასთან ერთად იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი. გუბერნატორის თქმით შეხვედრის მიზანს სოფლად არსებული მდგომარეობის უშუალოდ გაცნობა და მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია წარმოადგენს. ,,ცხადია, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია უშუალოდ თქვენგან მოვისმინოთ არსებული გამოწვევების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა პრიორიტეტების განსაზღვრის და პრობლემების კლასიფიცირების მიმართულებით” - უთხრა გუბერნატორმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას. კახა სამხარაძე ოჯახებსაც ესტუმრა, სადაც მან ომის ვეტერანები და უხუცესები მოინახულა. რწმუნებული მათი მდგომარეობით დაინტერესდა და თითოეულ მოქალაქესთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მან ასევე მოინახულა სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული ახალი მეურნეობები. ,,მზად ვართ თანამშრომლობისთვის, თუნდაც 24 საათიან რეჟიმში. შეგიძლიათ პირადად დამიკავშირდეთ ნებისმიერ დროს, თქვენთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით” - აღნიშნა კახა სამხარაძემ. მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი რეგიონის მასშტაბით კიდევ უფრო გააქტიურდება. ამის მიზანი კი ადგილზე არსებული პრობლემების უშუალოდ გაცნობა და მოსახლეობის ჩართულობის ამაღლება იქნება პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით.  


Top