0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზში სპორტული ბიბლიოთეკა გაიხსნა
ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზში სპორტული ბიბლიოთეკა გაიხსნა
04 აპრილი 2017

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი პროექტის „ღონიერი გონიერის“ ფარგლებში ქალაქ გორში ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზში სპორტული ბიბლიოთეკა გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძესთან, ასევე ფედერაციის სოციალური და კულტურული პროექტების კოორდინატრი, ლადო გეგეშიძესთან ესწრებოდნენ. პროექტ „ღონიერი გონიერის“ ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა სამომავლოდაც გეგმავს საჭიდაო დარბაზებში სპორტული ბიბლიოთეკების გახსნას.

მიმაგრებული სურათები


Top