0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

I ქვეით ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა
I ქვეით ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა
01 მაისი 2017

საქართველოს შეიარაღებული ძალების საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში დისლოცირებულ I ქვეით ბრიგადას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე ესტუმრნენ. მთავრობის მეთაურმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც  პრემიერ-მინისტრმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებულ I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეულს შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.  სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობა „გმირების ხეივნის“ გამწვანებაშიც მიიღეს და მოგვიანებით სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერეს. ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით, ბრიგადაში კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა. ოფიციალურ პირებთან ერთად, სამხედრო ბაზას სამხედროების ოჯახის წევრები  და სკოლის მოსწავლეებიც ესტუმრნენ.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

მიმაგრებული სურათები


Top