შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი მუშაობას შეუდგა
16 დეკემბერი 2013
,,პირველ რიგში განსახორციელებელი იქნება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დებულებით. დებულება რეორგანიზაციას გულისხმობს და თავისთავად სტრუქტურულ ცვლილებებსაც ითვალისწინებს. ამის შემდეგ დავკავდებით პრობლემების შესწავლით. პირადად ვაპირებ ყველა სოფელში ჩასვლას და ჩვენი მოსახლების პრობლემებისა და მოსაზრებების ადგილზე გაცნობას. ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონის განვითარებისა და ჩვენი მოსახლების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის,“ განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა და აღნიშნა, რომ პრესასთან მაქსიმალურად გახსნილი ურთიერთობა ექნება.