შიდა ქართლის რწმუნებულმა – გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ერთ–ერთი მასპინძელი სტადიონი იქნება. საფეხბურთო მოედანი 5 000–მდე მაყურებელზეა გათვლილი. 2–15 ივლისს, თბილისსა და გორში 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება, კონტინენტის პირველობისთვის რვა ნაკრები იბრძოლებს. ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული ღონისძიების მასპნიძლობა დიდ პრესტიჟთანაა დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ამა წლის მაისში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება. ამჟამად კოსმეტიკური რეაბილიტაცია უტარდება შენობის შიდა და გარე პერიმეტრს, იგეგმება ბალახის საფარის განახლება, 1200 ლუქსის მინდვრის განათების მოწყობა, მრავალფუნქციური ტაბლოს დამონტაჟება, აუდიო სისტემის განთავსება, გასახდელებისა და საშხაპეების რეაბილიტაცია, სამედიცინო პერსონალისთვის ოთახების მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, შენობის კონდიცირება, შიდა კანალიზაციის რეაბილიტაცია, სკამების ნაწილის გამოცვლა, ანძების კონსტრუქციის შეცვლა/დამატება და ხელოვნური საფარი შეცვლა. სამუშაოებზე ჯამში 940 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება, რომელიც ქალაქ გორის მერიისა და საქართველოს ცენრტალური ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოებს კომპანია ,,ინშაათ საქართველო“ ახორციელებს. კომპანია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და ერთ–ერთი მძლავრი და კვალიფიციურია ბაზარზე.
გუბერნატორმა გორის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
23 მაისი 2017