0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება
გორი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება
30 ივნისი 2017

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქში წამახალისებელი ღონისძიებები იმართება. გორის სასწავლო უნივერსიტეტის წინ მინი საფეხბურთო სტადიონი მოეწყო და მსურველებს პენლების დარტყმის საშუალება მიეცათ, გოლის გატანის შემთხვევაში კი ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი და მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  სპორტული აქცია დღის განმავლობაში ქალაქის კიდევ 7 უბანში ჩატარდება. გორის სტადიონი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს რამოდენიმე დღეში უმასპინძლებს. ევროპირველობა საქართველოში 2-15 ივლისს ჩატარდება. სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და მასპინძლობისთვის სრულ მზადყოფნაშია.   

მიმაგრებული სურათები


Top