0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

უეფა 19-წლამდე ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა
უეფა 19-წლამდე ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა
04 ივლისი 2017

2 ივლისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირებით ევრო 2017 ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ გორში სრული ანშლაგი იყო. მატჩს შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მატჩის დაწყებამდე ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში ოსეთის, აფხაზეთის, აჭარისა და რუსთავის სახელმწიფო ანსამბლებთან ერთად საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრები და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა ჯგუფი - Switch Dance Union მონაწილეობდნენ.
გორის ,,დილას" სტადიონზე მორიგი თამაშები 6 და 8 ივლისსა ჩანიშნული.

მიმაგრებული სურათები


Top