0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

,,შემოსაზღვრე საქართველო" მეჯვრისხევში
,,შემოსაზღვრე საქართველო მეჯვრისხევში
11 ივლისი 2017

,,მომავლის სოფელი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს ,,შემოსაზღვრე საქართველო", რომლის ფარგლებშიც კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებები ხორციელდება. მორიგი შეხვედრა გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, რომელსაც შიდა ქართლის რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე დაესწრო. შეკრებილებმა გიორგი ზანგურსა და გიორგი კეკელიძეს უმასპინძლეს. მოეწყო სრულმეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი“ ჩვენებაც. ასევე, კულტურის სამინისტროსა და ეკვილიბრიუმის ხელშეწყობით ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცათ.
პროექტის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ახალგაზრდებისა და ზოგადად, მოსახლეობის ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესებში ჩართულობა. დღის ბოლოს კი ერისთავის დრამატულ თეატრში ჯგუფმა „UNDER 7” ადგილობრივი მოსახლეობისა და სამაჩაბლოდან დევნილებისათვის კონცერტი გამართა.

მიმაგრებული სურათები


Top