0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
24 აგვისტო 2017

ატენის ხეობაში მეხანძრეებმა და მოხალისეებმა ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს. პროცესში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის გუბერნატორი, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად. ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მერიისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ მოხალისეები მიმდებარე სოფლებიდან. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე 200 - მდე ჯარისკაცთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მოვიდა. ჯარისკაცებმა დარჩენილი კერების დაქრობა წყლისა და ნიჩბების საშუალებით მოახდინეს. მთლიანობაში ცეცხლი 2 ჰა - მდე მიწის ტერიტორიას მოედო. რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრეებმა და მოხალისეებმა მალევე შეძლეს სტიქიის განეიტრალება. ძირითად შემთხვევაში იწვოდა ბუჩქები და მცირე ზომის გამხმარი ხეები. ამ დროისთვის სამუშაოების ისევ მიმდინარეობს და სავარაუდოდ ხვალ დილამდე, ცეცხლის სრულ ლიკვიდაციამდე გასტანს. ადგილზე რჩება შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე მის მოადგილეებთან ერთად.

მიმაგრებული სურათები


Top