0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ძამას ხეობაში 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ძამას ხეობაში 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
10 ოქტომბერი 2019

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ძამას ხეობაში, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15,4 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება, რაზეც ჯამში, 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამჟამად ადგილზე ხიმინჯებისა და გაბიონების, ასევე, ხელოვნური ნაგებობების და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და 2020 წლისთვის დასრულდება.
აღნიშნული გზა ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა. ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდგომ ორი რეგიონი, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი ერთმანეთს დაუკავშირდება.

,,ძამას ხეობაში გზის სამშენებლო სამუშაოებს მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, მოსახლეობას, რომელებიც მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ, საშუალება ექნებათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ და ამით მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება. ასევე, ამ ტერიტორიაზე მრავლდაა ეკლესია-მონასტრები, ეს გზა კი ერთადერთი მოსასვლელი საშუალებაა. ყველასათვის ცნობილი ბატეთის ტბა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოლაშქრეებში, კიდევ უფრო ბევრ მნახველს უმასპინძლებს. რაც მთავარია, სამომავლო პერსპექტივაში ამ გზის საშუალებით ჩვენი ხეობა ბაკურიანს დაუკავშირდება და ორ რეგიონს შორის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება“ - აღნიშნა რწმუნებულმა.


Top