ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში 1300 გრძივი მეტრის ბეტონის გზის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ე.წ მთის ფონდის მიერაა დაფინანსებული. მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. გულედანის თქმით, ბეტონი გზის პროექტი მოიცავს როგორც სოფლის ძირითადი გზის, ასევე ჩიხებისა და უბნების რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე პროექტის 60 % შესრულებულია. გზისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში დასრულდება. გარდა მთის ზონისა, წაღვლი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელია, რომელიც 2015 წელს სრულად გაზიფიცირდა. ადგილობრივების თქმით, სოფელში მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სოფლიდან მოსახლეობის გადინების შეწყვეტას.
სოფელ წაღვლში 1300 გრძივი მეტრის ბეტონის გზა მოეწყობა
08 სექტემბერი 2017