0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
24 აპრილი 2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საციხურში, რუისში, საღოლაშენში, ბებნისსა და ახალსოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება რუსი-ბებნისის დამაკავშირებელ გზას. თითოეული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ჯამში, მოეწყობა 8 კმ-ზე მეტი გზის საფარი.
 
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად გაეცნო. რწმუნებულის თქმით, სამუშაოები გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და ადგილობრივებს მალე შეეძლებათ განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობა.

Top