საერთაშორისო აქციის ,,დავასუფთავოთ მსოფლიო დავასუფთავოთ საქართველო“ - ს ფარგლებში მოქალაქეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორი დაასუფთავეს. აქციას შეუერთდნენ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები. გუბერნატორის, კახა სამხარაძის თქმით მსგავსი აქცები კარგი საშუალებაა მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების და ცალკეული ადგილების მოწესრიგებისთვის. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ჭალის დასახლება (თამარ მეფის გმზ.მონაკვეთი) ძმები რომელაშვილების ქუჩა, კომბინატის დასახლება, წმინდაწყლის დასახლება, ქალაქისცენტრალური ნაწილი (ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარედ). აღსანიშნავია, რომ საქართველოში წელს უკვე მეშვიდედ ტარდება დასუფთავების საერთაშორისო კამპანია, რომლის მიზანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს შექმნა.
დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!
15 სექტემბერი 2017