შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთდ გორში, ,,ახალბაღის“ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა. კამპანია, პარალელურად, შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში - კასპში, ქარელში, ხაშურსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მიმდინარეობდა, რომელსაც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ხოჯევანიშვილის თქმით, რეგიონში გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი.
რეგიონებში დასუფთავების აქციები ჩატარდაა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორების, გარემოს დაცვითი ორგანიზაცია CENN-ისა და ადგილობრივი მთავრობების ორგანიზებით.