0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ ხანდაკელები წყალს უწყეტად იღებენ
წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ ხანდაკელები წყალს უწყეტად იღებენ
News contains an attached video
21 სექტემბერი 2017

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგ ფონდი) თანადაფინანსებით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სასმელი წყლის მაგისტრალი წყალშემკრებ რეზერვუარს დაუკავშირდა, შედეგად 200 - ზე მეტ ოჯახს დღეისთვის წყალი უწყვეტად მიეწოდება. დასრულებული სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა. ,,სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის გარდა, ზემო ხანდაკში ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები,დაიქსელა სოფლის მთელი ტერიტორია. უახლოეს პერიოდში კი მილებში აირი გაეშვება“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა. კახა სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტში განხოციელებული სხვა ინფრასრუქტურული პროექტებიც მოინახულა. 

მიმაგრებული ვიდეო


Top