0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
02 ნოემბერი 2017

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში 30 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამორტიზებული შენობა  ერედვის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით რეაბილიტირდა, ხოლო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უზრუნველყო. საბავშვო ბაღის გახსნას გუბენატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე, გორის ახლად არჩეული მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშობლებს და ბავშვებს ახალი ბაღის გახსნა მიულოცეს. საბავშვო ბაღში ხურვალეთში მცხოვრები დევნილები დასაქმდებიან. აღსანიშნავია, რომ ახალი ბაღის გახსნამდე მშობლებს პატარები მეზობელი სოფლების ბაღებში დაყავდათ.  

მიმაგრებული სურათები


Top