ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა 379200 ლარი დაჯდა. საბაშვო ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი, სადაც 5 სოფლის 70-მდე ბავშვს შეუძლია სკოლამდელი განათლების მიღება. ქვიშხეთში საბავშვო ბაღი 30 წლის განმავლობაში არ არსებობდა, დღეს კი პატარებს თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებულ და უახლესი ინვენტარით აღჭურვილ ბაღში შეუძლიათ მიიღონ განათლება, აღნიშნა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბაღის გახსნაზე მყოფმა გუბერნატორმა კახა სმხარაძემ. ქვიშხეთის საბავშვო ბაღი სოფლის პროგრამისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით აშენდა. ბაღში 12 ადგილობრივია დასაქმებული.
ქვიშხეთში საბავშვო ბაღი გაიხსნა
29 იანვარი 2018