გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების 17 ათასზე მეტ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება. რეგიონის 17 სოფლის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა 2008 წლის შემდეგ შეექმნა. სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფლები მარაგდებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. სამშენებლო სამუშაოები სოფლებში ჭაბურღილების, ავზების და საქლორატოროს მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება - 5,5 მლნ ლარზე მეტია. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ შიდა ქართლის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთნ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებზე 30 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რაც 17 სოფლის ათასობით მოსახლეს მოუხსნის სასმელი წყლის პრობლემას და გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს.
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 17 სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება
29 მარტი 2018