0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს უმასპინძლა
გუბერნატორმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს უმასპინძლა
12 აპრილი 2018

შიდა ქართლის რწმუნებულმა–გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს, ჰანს შნაიდერს უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რა დროსაც შნაიდერმა გუბერნატორს მისი სამუშაო სპეციფიკისა და მისიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას. რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში ახორცელებს. მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოში მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

მიმაგრებული სურათები


Top