0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

აკაკი მაჭუტაძე გორის საზოგადოების წევრებს შეხვდა
აკაკი მაჭუტაძე გორის საზოგადოების წევრებს შეხვდა
News contains an attached video
02 მაისი 2018

"სულ რამდენიმე კვირაა, რაც მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შიდა ქართლის გუბერნარტორის პოსტზე დავინიშნე. ამ ხნის განმავლობაში, მაქსიმალურად ვეცადე, წუთი არ დამეკარგა და რეგიონს გავცნობოდი, ვფიქრობ, სხვადასხვა მიმართულებით, გარკვეული ინფორმაცია უკვე გამაჩნია." – ასე მიმართა აკაკი მაჭუტაძემ შეკრებილ გორის საზოგადოების წევრებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელიც გორის მერიის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო, ხელოვნების, კულტურის, მედიცინის, საგანმანათლებლო სფეროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრისას გუბერნატორმა აღნიშნა, რომ გორს აქვს გამორჩეული პოტენციალი სოფლის მეურნეობის კუთხით, ასევე, ტურისტული შესაძლებლობებით, სპორტის, კულტურის მიმართულებით, შესაბამისად, გააჩნია სერიოზული პოტენციალი. ამიტომ, მნიშვნელოვანად ჩათვალა პირადად შეხვედროდა და გაეცნო ის ადამიანები, რომელებსაც წვლილი შეაქვთ ქალაქის განვითარებაში. შეკრებილებმა გუბერნატორს გორის განვითარებასთან და მის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს კი სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top