0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორი გორის ქალთა კამერულ გუნდს ეწვია
გუბერნატორი გორის ქალთა კამერულ გუნდს ეწვია
14 მაისი 2018

შიდა ქართლის რწმუნებული–გუბენრატორი, აკაკი მაჭუტაძე გორის ქალთა კამერული გუნდის რეპეტიციას დაესწრო. გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა გუბერნატორს სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილი კონცერტების შესახებ ესაუბრა. გორის ქალთა კამერული გუნდი 1970 წელს მუსიკოსებმა, შალვა მოსიძემ და სანდრო კაჭარავამ შექმნეს. 2013 წლიდან გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გახდა. ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2016 წელს შედგა ევროპული ტურნე. 28 კონცერტი გაიმართა ევროპის სხვადასხვა ქალაქში - გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში. კამერული გუნდი ამჟამად 26 მაისის ღონისძებისთვის ემზადება.

მიმაგრებული სურათები


Top