0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა
შიდა ქართლის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა
18 აგვისტო 2018

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, კოოპერატივმა „აგრო ბიზნეს ჯგუფმა“-მა 20 ჰა მიწის ფართობზე ვაშლის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი გორის რაიონის სოფელ ფხვენისში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა მარიამ მეკოშკიშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან,  სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კოოპერატივ „აგრო ბიზნეს ჯგუფის“ ვაშლის ბაღი დაათვალიერა.
ბენეფიციარი პროექტში 2015 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 99,063 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 58,800 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 40,263 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. ჯამურმა ინვესტიციამ 164,526 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ კომპანია წელს ვაშლის პირველს მოსავალს ელოდება.
2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,474 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 29,097,678 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1,643 ჰა მიწის ფართობზე.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

მიმაგრებული სურათები


Top