დღეს, რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობის საკითხიც, რომელიც გორში აშენდება და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. ამასთან დაკავშირებით შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდა. თალაკვაძის თქმით, შენობაში განთავსდება როგორც გორის სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ისე რეანომობილი, რომელიც მოემსახურება რეგიონს.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.