0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გიორგი ხოჯევანიშვილი ქალაქ გორის ინფრასტრუქტურუილ მდგომარეობას გაეცნო
გიორგი ხოჯევანიშვილი ქალაქ გორის ინფრასტრუქტურუილ მდგომარეობას  გაეცნო
News contains an attached video
07 სექტემბერი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერთან - კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, გორის ქუჩები დაათვალიერა და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. გუბერნატორის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს. მოსაწესრიგებელია მიწისქვეშა გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები, სკვერები და სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქში ქვეითად გადაადგილების დროს, არსებული ვითარების გაუმჯობესების გზებზე და ამ მიმართულებით მოკლე ვადებში გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შიდა ქართლის გუბერნატორი გორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ინტენსიურ მუშაობას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამის სამსახურთან გეგმავს.

გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის ციხეზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებიც დაათვალიერა, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდება. რეაბილიტირებული კულტურული ძეგლი, დამატებით, როგორც სანახაობრივ, ისე საგანმანათლებლო ფუნქციებს შეიძენს.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top