გიორგი ხოჯევანიშვილი ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. ელჩმა გუბერნატორს ხაშურში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტი გააცნო, რომლსაც საქართველოსა და ლიეტუვის მხარე ერთობლივად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ატრაქციონების, ველობილიკებისა და სკულპტურული ნამუშევრების განთვსება. ასევე, იფუნქციონირებს კაფეები. ,,მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ისეთ მიზანს ემსახურება, რომელსაც ეკო-სისტემის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა ჰქვია. პროექტი ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანია ხაშურის მაცხოვრებლებისთვის. ვიმედოვნებ, მალე შევიკრიბებით ახალი პარკის პრეზენტაციაზე“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
სამომავლოდ, პარკს რეკრეაციული სივრცის სტატუსი მიენიჭება. პროექტი ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.
შიდა ქართლის გუბერნატორმა ლიეტუვის ელჩს უმასპინძლა
26 სექტემბერი 2018