შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი რეგიონში მომუშავე იმ საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების ხარისხიანად შესრულების საკითხს. გუბერნატორის თქმით, სამომავლოდ რეგიონში არაერთი პროექტია დაგეგმილი და ყველა მხარე, როგორც სახლმწიფო, ისე სამშენებლო კომპანიები აუცილებელია მაქსიმალურად ორიენტირებულები იყვნენ ხარისხსა და შესრულების ვადებზე. "მომდევნო წლებში იგეგმება როგორც სააღმზრდელო, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია, ასევე, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი მუშაობა იყოს მიზანმიმართული შესრულების ხარისხზე, რათა საბოლოო შედეგი დადგეს სრულფასოვანი და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული"- აღნიშნა გუბერნატორმა. შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები და მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
გუბერნატორი შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
22 ოქტომბერი 2018