გიორგი ხოჯევანიშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პოლონელ წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პოლონეთის ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპული გამოცდილების გაზიარება, მცირე და საშუალო მეწარმეობისათვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოება და სივრცითი განვითარების გეგმების შემუშავება. ასევე, საინვესტიციო პროგრამების და პროექტების მომზადება. შეკრებილებმა პროქტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ერთობლივი მუშაობა ბევრად ეფექტური და პროდუქტიული იქნება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
გიორგი ხოჯევანიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
23 ოქტომბერი 2018