0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ლევან ხარაბაძე მცხეთაში გამართულ შეხვედრას დაესწრო
ლევან ხარაბაძე მცხეთაში გამართულ შეხვედრას დაესწრო
30 მაისი 2024

„საქართველოს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა 2024-2026“-თან დაკავშირებით, მცხეთაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი დიდიძე და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
 
გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ექსპერტმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა.
სამუშაო შეხვედრის მიზანს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, მხარეთა ჩართულობის გაძლიერების გზით, ინოვაციური იდეების გენერირებისა და პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
 
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს „საქართველოს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა 2024-2026“-ის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერაა შემუშავებული. ასევე, საუბარი შეეხო დაფინანსების შესაძლებლობებს, ინტეგრირებული განვითარების პროექტების მაგალითებს, პროგრამის განხორციელების ეტაპებსა და სხვა თემატურ საკითხებს.

Top