0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა შიდა ქართლში
თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა შიდა ქართლში
News contains an attached video
26 იანვარი 2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა შიდა ქართლის რეგიონში გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს და რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. სხდომა შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

მომხსენებელთა შორის იყვნენ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები და სხვა ოფიციალური პირები.

სხდომის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს შიდა ქართლში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და განიხილეს დაგეგმილი პროექტები: სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგების და მელიორაციის გაუმჯობესების სამუშაოები, გარემოს დაცვით პროექტები, ნაპირსამაგრი ნაგავსაყრელების მოწყობის სამუშაოები, სტარტაფების ხელშემწყობი და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისკენ მიმართული პროექტები და სხვ.

სხდომის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და მშენებარე ობიექტები ადგილზე დაათვალიერეს.

მიმაგრებული ვიდეო


Top