გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სარკინიგზო ბაქანის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორმა ვასილ ხორავამ ადგილზე შეაფასეს დაგეგმილი პროექტის უმოკლეს ვადებში დაწყების საჭიროება.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება სარკინიგზო ბაქანი და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 ადამიანზე გათვლილი მოსაცდელი დარბაზი.
სარკინიგზო ხაზით, ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც აქტიურად სარგებლობენ. გორიდან, მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ ცენტრში, უფლისციხეში მოსახვედრად, ეს მარშრუტი უმოკლესი, კომფორტული და იაფი საშუალებაა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.
პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილზე საგრძნობლად გაუმჯობესდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
ქვახვრელში რკინიგზის ბაქანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
09 თებერვალი 2019