0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხაშურში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხაშურში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
01 აგვისტო 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე უკვე განხორცელდა ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი და მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი შადრევნის მოწყობა, გარე განათებებისა და დასასვენებელი სკამების მონტაჟი, მოეწყობა კალათბურთისა და სკეიტბორდის მოედნები, განთავსდება ახალი ატრაქციონები და ტრენაჟორები, დაიგება ქვაფენილი. გარდა ამისა, მოეწყობა მწვანე სივრცეები.
პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერთობლივად აფინანსებს, რომლის ღირებულებაც 1 234 777 ლარს შეადგენს. ტაბიძის ქუჩაზე არსებული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება.

Top