0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის ციხის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საჯარო განხილვა მოეწყო
გორის ციხის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საჯარო განხილვა მოეწყო
12 მარტი 2019

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის ჰაბის ორგანიზებით გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების თემაზე შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას რეგიონის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ამჟამად, გორის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეკრებილებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. არქეოლოგიური გათხების დასრულების შემდეგ იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც გორის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პერსპექტივებთანაა დაკავშირებული. ასევე, იმსჯელეს გორის ციხის გორის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის, ციხის ტერიტორიის სრულად ათვისებისა და სამუზეუმო სივრცის მოწყობის საკითხებზე.

,,კარგი შეხვედრა გვქონდა, რადგან ყველა დაინტერესებულმა მხარემ მივიღეთ მონაწილეობა და ერთობლივად ვიმსჯელეთ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განვითარების საკითხზე. საინტერესო იდეები გაჟღერდა, რაც შემდგომ გათვალისწინებული იქნება. ასევე, შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა მოვაწყოთ უშუალოდ გორის ციხეზე, სადაც ადგილზე გავეცნობით როგორც პირველადი სამუშაოების შედეგებს, ისე ლომჭაბუკის ძეგლის ირგვლივ მიმდებარე საპროექტო სამუშაოებს", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


Top