0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რწმუნებული ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება
შიდა ქართლის რწმუნებული ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება
19 მარტი 2019

შიდა ქართლის რწმუნებული ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ხოჯევანიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის მერი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, თემატური შეხვედრები გაიმართება სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა პომორსკის რეგიონის მარშალს - მიაჩისლავ სტუკს. საუბარი შეეხო ორ რეგიონს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს და სამომავლო გეგმებს, რომლებიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გარდა ოფიციალური შეხვედრების გამართვისა, პოლონეთში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, შიდა ქართლთან დამეგობრებული რეგიონის მუშაობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ქართული დელეგაცია ადგილობრივ საწარმოებს, რეკრეაციულ ზონებს და კულტურულ დაწესებულებებსაც მოინახულებს.


Top