შიდა ქართლის რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეტაპი უკვე დაიწყო. სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი მოადგილეებთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ქარელში, ნონეშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. გარდა აღნიშნული ქუჩისა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება კეცხოველის ქუჩას და ცაბაძის, ყაზბეგის, მარჯანიშვილისა და ფიროსმანის ჩიხებს. რწმუნებულის თქმით, ასფალტირებასთან ერთად პროექტი საგზაო მონიშვნებსაც ითვალისწინებს.
მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ქობესაანთ უბანი-ვედრება-სანებელის, ქარელი -ლეთეთის, ზემო შაქშაქეთის, აბისი-აბისთავის, ფცა-ღოღეთის, გულიკაანთ უბნისა და ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში გზების მოსფალტების სამუშაოები.