შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის" წარმომადგენლებმა თამუნა შაგიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად ,,ევექსის" ექიმების მიერ თვეში ერთხელ შიდა ქართლის ერთ სოფელში მოსახლოებას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. . პაციენტებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალი სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლონ თერაპევტის, რევმატოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგისა და სხვა მიმართულების ექიმების კონსულტაციებით.
შიდა ქართლის რეგიონის სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება
27 მარტი 2019