0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რეგიონმა ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
შიდა ქართლის რეგიონმა ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
08 მაისი 2019

გამოფენების ცენტრ ,,ექსპოჯორჯიაში" გამართულ ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენაში შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა.

გამოფენას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და მისი მოადგილე ნუგზარ სამხარაძე დაესწნენ. მისი თქმით, რეგიონის ჩართულობა და მონაწილეობა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს შიდა ქართლში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტურისტულ მარშრუტებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შიდა ქართლის ტურისტული ობიექტების ამსახველი გზამკვლევები, ფოტო სტენდები, კერამიკის ნაკეთობები, თიხაზე მუშაობის მასტერ კლასი, წნულებისგან დამზადებული ნივთები, ხელნაკეთი მუსიკალური საკრავები. ასევე, რეგიონში არსებული მარნებისა და საწარმოების პროდუქცია. დამთვალიერებელს თონეში, ნაზუქის ცხობისა პროცესის ნახვისა და მისი დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.

Georgian Tourism Fair 2019 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. გამოფენის მხარდამჭერები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია, ჰორეკას ასოციაცია, გიდების ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მარკეტერი, პრინტარეა, Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება


Top