0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გიორგი ხოჯევანიშვილმა ხოვლეს მოსახლეობას სოფელში დაგეგმილი პროექტები გააცნო
გიორგი ხოჯევანიშვილმა ხოვლეს მოსახლეობას სოფელში დაგეგმილი პროექტები გააცნო
01 მაისი 2019

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ხოჯევანშვილი, მოადგილეებთან და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან - ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა და მათ მოსაზრებებს გაეცნო.

წელს, გაგრძელდება ხოვლეს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც ხოვლეში მცხოვრები 852 ოჯახი სასმელი წყლით 24 საათის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, იგეგმება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, რომელსაც სამომავლოდ სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო ცენტრის დანიშნულება ექნება.

მოსახლეობის გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტის ,,დაგვანახე შენი სოფელი“ ავტორთან ერთად, ადგილობრივ ახალგაზრდებსაც შეხვდნენ და მასში ჩართვის პირობები გააცნეს.


Top