0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
19 აპრილი 2024

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართეს.
 
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რაც მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ხორციელდება. რეგიონის რწმუნებულმა კი იმ ინფრსტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა, რაც დევნილების პირობების გაუმჯობესების მიზნით რეგიონში მიმდინარეობს.
 
შეხვედრის მიმდინარეობისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილე დევნილების შეკითხვებს უპასუხეს და მათი საჭიროებები მოისმინეს. დევნილ ოჯახებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 


Top