0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
16 მაისი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო. შეხვედრას, ასევე, კახეთის სახელწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს სადაზღვევო და საბანკო ასოციაციების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის მინიმუმადე შემცირებისათვის, აღნიშნული პროგრამა ფერმერებისთვის უალტერნატივოა.

შეხვედრაზე საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სტიქიის შედეგად დაზარალებული თითოეული ფერმერის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილონ.
მიმდინარე წლის მაისში შიდა ქართლის რეგიონში მომხდარი სტიქიური მოვლენების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულმა 19-მა პირმა მიმართა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მიყენებული ზარალის დათვლის მიზნით, სტიქიის ზონებში უკვე მუშაობენ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს აგროსექტორში სადაზღვევო კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ფერმერთა საჭიროებების გათვალისწინებით აგროდაზღვევის პროგრამაში ახალი კომპონენტების დამატების საკითხებზე.

2019 წელს, აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო.


Top