0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიხეილ შაყულაშვილი ხაშურში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
მიხეილ შაყულაშვილი ხაშურში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
06 თებერვალი 2024

შიდა ქართლის რეგიონში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამითვე დაიწყო. მობილიზებულია მერიების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა, უამინდობის შედეგად წაქცეული ხეების გატანა და გასუფთავება, ასევე, დაიყარა ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის უკვე გაიწმინდა სოფლებმადე მისასვლელი გზები.

გარდა ამისა, უამინდობის გამო დაზიანდა ელექტროსადენები და როგორც გორისა და ხაშურის გარკვეულ უბნებს, ისე რეგიონის 150-მდე სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. ასევე, რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში ელექტრო ენერგიის არქონის გამო ვერ განახლდა სასწავლო პროცესიც. ენერგო-პრო ჯორჯია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მოსახლეობას დროულად აღუდგეს ელექტრო ენერგიის მიწოდება.

შიდა ქართლის სახელმწიფო რმწუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას. უამინდობის გამო ხაშურის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი სახლის ეზო დაიტბორა, ამჟამად ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც მიხეილ შაყულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის მერიები და შესაბამისი სამსახურები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დროულად აღმოიფხვრას რეგიონში უხვი ნალექის მოსვლით შექმნილი სირთულეები.

 

Top