შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ გორში, ტურისტული ობიექტები - გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნო-მუზეუმი, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ლომჭაბუკის სკევრში მდებარე ხალხური რეწვის მინი გალერეა, ტურიზის საინფორმაციო ცენტრები და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული ტურიზმის ცენტრი მოინახულა. გაეცნო მათ სამუშაო სპეციფიკას, შეხვდა მუზეუმების წარმომადგენლებსა და თანამშომლებს, ასევე გაეცნო მათ გეგმებსა და საჭიროებებს. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შიდა ქართლის რეგიონი ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვდეს. ,,ჩვენს ქალაქს და ზოგადად, ჩვენს რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს. თავისი მნიშვნელობით არაერთი მუზეუმი, კულტურულ-ისტორიული ობიექტი თუ ტურისტული ატრაქცია გვაქვს, რაც თანაბრად საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამთვალიერებლებისთვის. ჩემი სურვილია, პირადად გავეცნო თითოეულ მსგავს ობიექტს, შევხვდე ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მოვისმინო მათი ინიციატივები და შემდეგ უკვე ერთობლივად დავგეგმოთ სამომავლო ღონისძებები“ - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.
გორის განვითარების სააგენტოს ხელმძღავნელმა გიორგი ედიშერაშვილმა რეგიონის რწმუნებულს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ისაუბრა იმ გეგმებზეც, რის განხორციელებასაც სააგენტო უახლოეს პერიოდში გეგმავს. შიდა ქართლის ტურისტული კავშირის ხელმძღვანელის რობერტ მაღლაკელიძის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები და ერთობლივად დაგეგმილი პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო ეფექტურ განვითარებას.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის სააგენტოსა და გორის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება შიდა ქართლის ტურისტული კავშირის ინიციატივითა და გორის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.