გორში, უნივერსიტეტის მიმდებარედ, ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა, რომელიც კომპანია გალფის და გორის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე საფარით.
,,ამიერიდან გორში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გვექნება. ღონისძიების მთავარი კულმინაცია სწორედ ზაზას გორში ჩამოსვლა იყო, რითაც განსაკუთრებით გაახარა ადგილობრივი ახალგაზრდა სპორტსმენები და გულშემატკივრები. თბილისის შემდეგ გორი მეორე ქალაქია, სადაც საკალათბურთო მოედანი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციაპლიტეტის მერიის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი ჩართულობით აშენდა. სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე საფარით. ეს სწორედ იმის ნათელი მაგალითია, რომ სამთავრობო და კერძო სექტორმა წარმატებით ითანამშრომლა, რასაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. განსაკუთრებით მინიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიმართულებით შედგა. მართალია მოედანზე მცირე სამუშაოები კიდევ არის დარჩენილი, რაც მალე დასრულდება, თუმცა ვისარგებლეთ ზაზას საქართველოში ყოფნით და ამერიკაში დაბრუნებამდე ერთობლივად მოვინახულეთ." - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.